წლის ბოლომდე ევროკავშირი უკრაინისთვის 160 მილიონი ევროს გამოყოფას გეგმავს. ამ ინფორმაციას ევროკომისია საკუთარ ვებ-გვერდზე აქვეყნებს. სოლიდური თანხა უკრაინაში რეფორმების გატარებას უნდა მოხმარდეს. უკრაინა-ევროკავშირის სამიტი ბრიუსელში გვიან ღამით დასრულდა. შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ევროკომისიისა და ევროპის საბჭოს პრეზიდენტებმა განაცხადეს, რომ უკრაინისთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭების საკითხი წლის ბოლომდე გადაწყდება.