სირიაში ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა. ამის შესახებ „ვაშინგტონ პოსტი“ იტყობინება. გავრცელებული ინფორმაციით, ოფიცერი აინ-ისას რაიონში ნაღმზე აფეთქდა. გარდაცვლილის ვინაობა არ სახელდება. ამ დროისათვის სირიაში 500 ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე იმყოფება, რომლებიც ოპოზიციურ ძალებს უწევენ დახმარებას.