ბულგარეთში პოლიციამ მიგრანტების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი და რეზინის ხელკეტები გამოიყენა. არეულობა მას შემდეგ დაიწყო, რაც კარანტინის გამო სამართალდამცველებმა მიგრანტების ბანაკი დროებით დახურეს. უკმაყოფილო ლტოლვილებმა პოლიციელებს ქვები და მოლოტოვის კოქტეილები დაუშინეს. პოლიციამ რამდენიმე მიგრანტი დააკავა. რამდენიმე დღით ადრე ადგილობრივმა მედიამ ბანაკში კანის ინფექციური დაავადების გავრცელების შესახებ გაავრცელა ინფორმაცია, რაც ხელისუფლებამ ოფიციალურად არ დაადასტურა, თუმცა ბანაკში კარანტინის გამოცხადების გადაწყვეტილება მაინც მიიღო.