ყაზახეთის პრეზიდენტი საპარლამენტო ინიციატივას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც ქვეყნის დედაქალაქ ასტანას შესაძლოა მისი სახელი დაექვას. ნაზარბაევის თქმით, დეპუტატთა ინიციატივა მისთვის სასიამოვნოა, თუმცა საკითხი დელიკატურია და გაწონასწორებულ მიდგომას საჭიროებს. იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტი ინიციატივას მხარს დაუჭერს, ასტანას ნულსულთანი დაერქმევა.