თურქეთის ქალაქ ადანში ტერაქტი სავარაუდოდ ქალმა მოაწყო. ამის შესახებ გუბერნატორმა მაჰმუთ დემირტაშმა განაცხადა. ძლიერი აფეთქების ხმა ადანის ადმინისტრაციის შენობასთან გამთენიისას გაისმა. წინასწარი ვერსიით, დანაღმული ავტომანქანა დისტანციური მართვის პულტით ააფეთქეს. ტერაქტს 2 ადამიანი ემსხვერპლა, 16 კი დაშავდა. რამდენიმე დაშავებულის მდგომარეობა კრიტიკულია.