ესტონეთს ახალი მთავრობა ჰყავს. ინაუგურაციის ცერემონია ტალინში გაიმართა. მას მთავრობის ახალი ხელმძღვანელი იური რატასი და მინისტრთა კაბინეტის ყველა წევრი ესწრებოდა. ახალმა გუნდმა ქვეყნის წინაშე ფიცი პარლამენტში დადო. არჩევნების შემდეგ ესტონეთის საკანონმდებლო ორგანოში სამი პარტია შევიდა. მთავრობაში აცხადებენ, რომ ქვეყნის საგარეო პოლიტიკური კურსი არ შეიცვლება. ახალი პრემიერ-მინისტრის თქმით, ევროკავშრისა და ნატოში წევრობა ქვეყნის უსაფრთხოების გარანტია.