მორიგი კიბერთავდასხმა შეერთებულ შტატებში. ჰაკერებმა ამჯერად წვდომა ამერიკელი სამხედროების პირად მონაცემებზე მოიპოვეს. კიბერთავდამსხმელებმა ერთ- ერთი თანამშრომლის ნოუთბუქი გატეხეს და 134 ათასი სამხედროს შესახებ ინფორმაცია მოიპარეს. ინციდენტი 27 ოქტომბერს მოხდა. ჰაკერის ვინაობის დადგენა ამ დრომდე ვერ მოხერხდა.