გამოძიების ფედერალურმა სამსახურმა ბრედ პიტის წინააღმდეგ გამოძიება შეწყვიტა. ეფ-ბი-აის განცხადებით, ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოსდა მსახიობი ერთ-ერთ შვილზე ფიზიკურად ძალადობდა, არ დადასტურდა. ბრედ პიტი და ანჯელინა ჯოლი ერთმანეთს სექტემბერში დაშორდნენ. განქორწინების სავარაუდო მიზეზად ბავშვებთან პიტის უდიერი მოპყრობა სახელდებოდა.