ანკარა ნატოსთან ურთიერთობების გადახედვას არ აპირებს. ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა ტელეკომპანია სიბიესისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
„ჯერჯერობით ჩვენს ურთიერთობებში ცვლილებების აუცილებლობას ვერ ვხედავ. ჩვენ და ნატო ერთი მიმართულებით მივდივართ,“-აღნიშნა ერდოღანმა.
ამასთან, თურქეთის ლიდერმა შეერთებული შტატები ქურთული დაჯგუფებების მხარდაჭერისთვის კიდევ ერთხელ გააკრიტიკა.