სეპარატისტული აფხაზეთის ე.წ. ცესკოში აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტობის მსურველთა რეგისტრაცია დღეს სრულდება. ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები აფხაზეთში 12 დეკემბერს გაიმართება. აფხაზური მხარის ინფორმაციით, ანალიტიკოსები აფხაზეთის ე.წ. მოქმედი პრეზიდენტის სერგეი ბაღაფშის შანსებს საპრეზიდენტო არჩევნებში მაღალ შეფასებას აძლებენ და მიიჩნევენ, რომ მისი ძირითადი კონკურენტი ყოფილი ე.წ. ვიცე-პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა იქნება.
აღსანიშნავია, რომ სეპარატისტული აფხაზეთის ე.წ. ცესკოში აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტობის კანდიდატებად უკვე წარდგენილნი არიან: აფხაზ სეპარატისტთა ლიდერი სერგეი ბაღაფში, ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი ვიტალი ბგანბა, ყოფილი ე.წ. ვიცე-პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა და აფხაზეთის ეკონომიკური განვითარების პარტიის ლიდერი ბესლან ბუთბა და ე.წ. სახელმწიფო კომპანიას "აფხაზეთის საზღვაო სანაოსნოს" ხელმძღვანელი ზაურ არძინბა.
რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები 35 ოლქში ანუ 186 საარჩევნო უბანში გაიმართება. კიდევ ორი საარჩევნო უბანი შექმნილია მოსკოვსა და ჩერკეზკში.