აპრილში საგადასახადო შემოსავლების 50 პროცენტი (175 მლნ ლარი) მობილიზებულ იქნა დღგ-ის სახით. საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარულ და ფისკალურ მიმოხილვაში განმარტებულია, რომ აქედან საბაჟო დეპარტამენტის მიერ მოზიდული შემოსავლის წილი 57 პროცენტს შეადგენს, ხოლო საგადასახადო ორგანოს მიერ 43 პროცენტს.
აპრილში გადასახადო შემოსავლებში სიდიდით მეორე კატეგორიაა საშემოსავლო გადასახადი, რომელმაც 92 მლნ ლარი (26 პროცენტი) შეადგინა. აპრილში მობილიზებულ იქნა 29 მლნ ლარის (8 პროცენტი) ოდენობის აქციზის გადასახა-
დი, ხოლო მოგების გადასახადმა მთლიანი შემოსავლის 13 პროცენტი (44 მლნ ლარი) შეადგინა, აქედან იმპორტ ზე დაწესებული აქციზის წილი 72 პროცენტია, ხოლო
ადგილობრივ საქონელზე _ შესაბამისად 28 პროცენტს შეადგენს.
აპრილში საგადასახადო შემოსავლების წილმა მთლიან შემოსავლებში შეადგინა 78 პროცენტი (348 მლნ ლარი), საიდანაც 29 პროცენტული პუნქტი მოდის პირდაპირ (საშე მოსავლო გადასახადი, მოგების გადასახადი, საბაჟო, სხვა არაკლასიფიცირებული გადასახადი), ხოლო 49 პროცენტული პუნქტი არაპირდაპირ გადასახადებზე (დღგ, აქციზი).
არასაგადასახადო შემოსავლების და გრანტების წილებმა შესაბამისად 19 და 3 პროცენტი შეადგინა.