19 და 26 ნოემბერს, 18.00 საათზე, თბილისის ა.ს.გრიბოედოვის სახ. სახელმწიფო რუსული დრამატულითეატრი გაიმართება პრემიერა სპექტაკლისა „მოთამაშეები", რომელიც ნ.გოგოლის ერთერთი ყველაზე ცნობილიპიესის მიხედვით დაიდგა ქ. თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის მხარდაჭერით, „თავისუფალი თეატრალური პროექტების" პროგრამის ფარგლებში.
ერთმოქმედებიანი კომედია, რომლის პრემიერა მცირე სცენაზე გაიმართება, გრიბოედოვის თეატრის მთავარმარეჟისორმა, საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა გიორგი მარგველაშვილმა დადგა.
სპექტაკლზე მუშაობდნენ:
დამდგმელი მხატვარი - მირიან შველიძე
კოსტუმების მხატვარი - ნატალია კობახიძე
ქორეოგრაფი - დავით მეტრეველი
ილუზიონისტური ნომრების დამდგმელი - ზურაბ ვადაჭკორია
სპექტაკლში მონაწილეობენ: აპოლონ კუბლაშვილი, არჩილ ბარატაშვილი, სლავა ნათენაძე, ვალერიხარიუტჩენკო, მერაბ ქუსიკაშვილი, დიმიტრი სპორიშევი, მიხეილ არჯევანიძე, ანასტასია გარმატიუკი და ვასილ გაბაშვილი.
გიორგი მარგვრლაშვილის სპექტაკლი - ეს მარადიული და ამიტომაც ძალიან თანამედროვე ისტორიაა. გოგოლის სიტყვებით რომ ვთქვათ, „ყოველთვის მოიძებნება თაღლითი, რომელიც შენზე მეტს ითაღლითებს". კომედიის კლასიკური ტექსტი რეჟისორმა ხელუხლებელი დატოვა. მაგრამ ყველაფერი, რაც სცენაზე ხდება, მაყურებლისთვის სრულიად უცხო და უცნობი აღმოჩნდება.