„სიცოცხლე განსაზღვრული არტიკლით“ - ამ სათაურით გამოვიდა ახალგაზრდა მწერლის, მარიამ წერეთლის სადებიუტო წიგნი, რომლის პრეზენტაცია 8 ნოემბერს, საქართველოს მწერალთა სახლში გაიმართა.
წიგნის მთავარი პერსონაჟი მძიმე სენით დაავადებული 26 წლის ქართველი გოგონაა, რომელმაც საკუთარ თავზე გამოსცადა დააავადებასთან ბრძოლის გზაზე განცდილი სირთულეები და წინააღმდეგობები.
„მოქმედება საფრანგეთში ვითარდება. რომანში აღწერილია ისეთი აქტუალური თემები, როგორიცაა რელიგიური ფანატიზმი, ონკოლოგიურ დაავადებების სიხშირე, ევროპული მულტიკულტურიზმი... წიგნი „პეგასმა“ გამოსცა და უკვე გაყიდვაშია. მადლობას ვუხდი ყველას, ვინც გვერდით მედგა და მამხნევებდა სადებიუტო ნაშრომის გამოქვეყნების პროცესში. უკვე ვმუშაობ მეორე რომანზე, რომელსაც მალე წარვუდგენ მკითხველს“ - ამბობს მარიამ წერეთელი.