საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე აკაკი სეფერთელაძე დღეს, ილია ვეკუას სახელობის 42-ე ფიზიკა-მათემატიკურ სკოლაში ამავე სკოლის მოსწავლეთა კულტურული მემკვიდრეობის კლუბისა და ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ორგანიზებით გამართულ, ძველ ქართულ ხელნაწერთა გამოფენას გაეცნო.
42-ე სკოლაში გამოიფინა ძველ ქართულ ხელნაწერთა ასლების 15 ექსპონატი, საინტერესო საბუთებისა და საარქივო მასალების ფოტოები.
წარმოდგენილ ექსპონატებთან დაკავშირებით, ხელნაწერთა ინსტიტუტის დირექტორმა ბუბა კუდავამ მოსწავლეებისთვის სემინარი გამართა. სემინარს წახალისების ფორმა ჰქონდა და იგი იმ მოსწავლეებისთვის იყო განკუთვნილი, რომლებიც წარმატებით მონაწილებდნენ ისტორიისა და ქართული ენის ოლიმპიადებში.