ლეგენდარულ კინორეჟისორს, ალფრედ ჰიჩკოკს სექსუალური სახის ზეწოლაში ადანაშაულებენ. ბრალდება მას ცნობილმა მსახიობმა ტიპი ჰედრენმა წაუყენა. ავტობიოგრაფიულ წიგნში მსახიობი იხსენებს, რომ რეჟისორი ლიმუზინში მის კოცნას შეეცადა.
„ეს ყველაზე საშინელი მომენტი იყო ჩემს ცხოვრებაში, რაზეც გაჩუმება ვარჩიე. მაშინ, 60-იან წლებში, არ არსებობდა ისეთი ტერმინები, როგორიცაა „სექსუალური ძალადობის მცდელობა“ ან „სექსუალური სახის ზეწოლა.“ გარდა ამისა, ალფრედი „იუნივერსალის“ სუპერვარსკვლავი იყო, მე კი უბრალოდ, იღბლიანი ქერა მოდელი, რომელიც საზოგადოებას ალფრედმა გააცნო,“-წერს ჰედრენი საკუთარ მემუარებში.