„სამოქალაქო პლატფორმა-ახალისაქართველოს“- ერთ-ერთი დამფუძნებელი, სერგო ჩიხლაძე საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, გეგმური ამბულატორიული მომსახურების ეფექტიანობის 2015 წლის
აუდიტის შესახებ საუბრობს. მისი თქმით, აუდიტის თანახმად, ჯანდაცვის სამინისტრო არ ითვალისწინებდა ამ წლების განმავლობაში პირველადი ჯანდაცვის რგოლის რეფორმირების შესახებ რეკომენდაციებს და კრიტიკას, რომელიც მოდიოდა ექსპერტული წრეებიდან, სპეციალისტებიდან და პოლიტიკური ოპონენტებისგან.
სერგო ჩიხლაძე იმედოვნებს, რომ ახლა მაინც გაითვალისწინებს სამინისტრო აუდიტის დასკვნას, რეკომენდაციებს და დაიწყებს აქტიურ ქმედებას.
,,ჩატარებულმა აუდიტმა გამოავლინდა სერიოზული დარღვევები, რომლებიც აქვეითებს მიწოდებული სერვისების ხარისხს, ზრდის საყოველთაო ჯანდაცვის ხარჯებს, აუარესებს მოსახელების ჯანმრთელობის მდგომარეობას. კერძოდ, გეგმური ამბოლატორიული მომსახურების კაპიტაციური მეთოდით გათვალისწინებული ფასების კალკულაცია და წარმოშობა ვერ იქნა დადგენილი და ახსნილი.
კალკულაციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია აუდიტის ჯგუფმა სამინისტროში ვერ მოიპოვა ასეთის არარსებობის გამო. ბენეფიციარებს გააჩნიათ ინფორმირებულობის უკიდურესად დაბალი დონე. ინფორმაციის ასიმეტრიულობის პირობებში, იზრდება გაწეული სამედიცინო მომსახურების ანაზღაურებისას შეუსაბამო, პაციენტის მხრიდან დამატებითი „ჯიბიდან გადახდების“ არსებობის რისკი. კერძოდ, გამოკითხვისას, ფიქსირდება ისეთი შემთხვევები, როდესაც ბენეფიციარმა გადაიხადა სამედიცინო მომსახურების თანხა, მიუხედავად იმისა, რომ მოსარგებლის პაკეტი ითვალისწინებდა მოცემული სამედიცინო მომსახურების დაფარვას. შედეგად, ერთსა და იმავე მომსახურებაში თანხას გადაიხდის როგორც სახელმწიფო-კაპიტაციური მეთოდით გათვალისწინებული პირობებით, ასევე ბენეფიციარიც.
ყოველ რეგისტრირებულ ბენეფიციარზე ყოველთვიურად ხდება თანხის ანაზღაურება, იმის მიუხედავად, ისარგებლა თუ არა ბენეფიციარმა სამედიცინო მომსახურებით. შესაბამისად, ბენეფიციართა ზემოთაღნიშნულ რაოდენობაზე სახელმწიფოს მხრიდან ხდება თანხის ანაზღაურება, ხოლო ბენეფიციარების ნაწილს შესაბამისი ინფორმაციის უქონლობის გამო, არ უსარგებლიათ სამედიცინო მომსახურებით.
გაუმართავია მონაცემთა ბაზა და არ არსებობს ზუსტი სტატისტიკური ინფორმაცია უტილიზირებული სერვისების შესახებ. დროის ერთ პერიოდში, ერთი და იგივე პერიოდში სხვადასხვა ამბულატორიებში იდენტური პირადი ნომრით პარალელურად დარეგისტრირებულია ასობით პირი, რომლებზეც სახელმწიფო ბიუჯეტი ორჯერ იხდის ფულს.
არ არსებობს სტანდარტი სადაც გაწერილი იქნება პირველადი ჯანდაცვის თითოეული რგოლისათვის რეგისტრირებული პაციენტების ოპტიმალური/რეკომენდირებული რაოდენობა. ევროპული სტანდარტებით ის არ უნდა სცდებოდეს 1800-2000 ბენეფიციარს ერთ ექიმზე. ამ დროს, სხვადასხვა უბანზე (მარნეული, ლანჩხუთი, თბილისი) არის მრავალი შემთხვევაში, როდესაც ერთ ოჯახის ექიმზე მოდის 10 000 და მეტი ბენეფიციარი. მნიშვნელოვანი გამოწვევებია სამედიცინო პერსონალის კვალიფიკაციის ნაკლებობა, ამბულატორიების აღჭურვილობა და გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა”, - განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.