აჭარის უმაღლეს საბჭოში ქართულმა ოცნებამ უმრავლესობა მოიპოვა. უსკოს მონაცემებით, აჭარის ექვსივე მაჟორიტარულ ოლქში ქართული ოცნების კანდიდატებმა გაიმარჯვეს. შესაბამისად, პროპორციულ არჩევნებში მოპოვებული 8 მანდატითა და მაჟორიტარული სისტემით მოპოვებული 6 მანდატით 21-წევრიან უმაღლეს საბჭოში ქართული ოცნება 14 დეპუტატს შეიყვანს.
არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობა 114 470 ამომრჩეველმა მიიღო, რაც საერთო რაოდენობის 37.09%-ია. გაბათილდა 2 614 ბიულეტენი.
რაც შეეხება კონკრეტულად აჭარის მაჟორიტარულ ოლქებს:
ბათუმის N68-ე მაჟორიტარულ ოლქში ქართული ოცნების კანდიდატმა ვახტანგ წულაძემ ხმების 66.63% მოიპოვა, ხოლო ნაციონალური მოძრაობის კანდიდატმა ელგუჯა ბაგრატიონმა 33.27%.
ბათუმის N69-ე მაჟორიტარულ ოლქში ქართული ოცნების კანდიდატმა ილია ვერძაძემ ხმათა 69.87% მიიღო, ხოლო ნაციონალური მოძრაობის კანდიდატმა ნინო ჯინჭარაძემ - 30.13%.
ბათუმის N70-ე მაჟორიტარულ ოლქში, ქართული ოცნების კანდიდატმა და სიის პირველმა ნომერმა ნუგზარ სურმანიძემ ხმათა 71.21 % მიიღო, ხოლო ნაციონალური მოძრაობის კანდიდატმა გია აბულაძემ 28.79%.
ქობულეთის N71-ე მაჟორიტარულ ოლქში ქართული ოცნების კანდიდატს გიორგი რომანაძეს ხმათა 71.51% ერგო, ხოლო ნაციონალური მოძრაობის კანდიდატს მამული სურმანიძეს - 28.49%.
ხელვაჩაურის N72-ე მაჟორიტარულ ოლქში ქართული ოცნების კანდიდატმა მერაბ კარანაძემ ხმების 72.19% მიიღო, ნაციონალური მოძრაობის კანდიდატმა ქენან კახიძემ კი - 27.81%.
ხულოს N73-ე ოლქში ქართული ოცნების კანდიდატმა ხვიჩა შარაშიძემ ხმათა 71.44% მიიღო, ხოლო ნაციონალური მოძრაობის კანდიდატს ნუგზარ ამაღლობელს 28.56% ერგო.
აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნები საქართველოს პარლამენტის არჩევნების პარალელურად ჩატარდა. აჭარის უმაღლესი საბჭო მრავალპარტიული იქნება. ქართულ ოცნებას 14 დეპუტატი, ნაციონალურ მოძრაობას 5 დეპუტატი, ხოლო ნინო ბურჯანაძე - დემოკრატიულ მოძრაობასა და პატრიოტთა ალიანსს თითო-თითო დეპუტატი