საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია საპარლამენტო არჩევნების შემაჯამებელ ოქმს 18 ნოემბერს გამოაქვეყნებს. ამის შესახენ დღეს გამართულ ბრიფინგზე ცესკო-ს თავმჯდომარემ, თამარ ჟვანიამ განაცხადა.
ჟვანიას განმარტებით, წინასწარი შედეგების დამუშვება ფაქტობრივად დასრულებულია, ამ დროის მონაცემებით, ოლქებში, საოლქო-საარჩევნო კომისიებში სულ 195 საჩივარია რეგისტრირებული. საჩივრების რეგისტრაციის ვადა კიდევ არის ორი დღე.
„თუმცა, უნდა აღვნიშნო, რომ საჩივრების უმეტესობა შეეხება ტექნიკურ, პროცედურულ საკითხებს, მოთხოვნების ძალიან დიდი უმრავლესობა გახლავთ დისციპლინარული პასუხისმგებლობის ზომები. მნიშვნელოვანია ასევე, რომ საჩივრების, დავების განხილვის პროცესი წარიმართოს გამჭვირვალედ. ყველა პროცესის დასრულების შემდეგ, არაუგვიანეს მე-11 დღისა, საოლქო-სარჩევნო კომისიები მაჟროტიარულ ნაწილში შეაჯამებენ არჩევნების შედეგებს, ხოლო ცენტრალური სარჩევნო კომისია არაუგვიანეს მე-19 დღისა, რომელიც უწევს 18 ნოემბერს, 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისა და მეორე ტურის შედეგების გათვალისწინებით, შეაჯამებს საბოლოო შედეგებს“,-აღნიშნა თამარ ჟვანიამ.