„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე მხარდამერებს მოუწოდებს ენმ-ის მხრიდან პროვიკაციის შემთხვევაში სამართალდამცავებს მიმართონ.
,,კიდევ ერთხელ წარმოგიდგენთ ინფორმაციას არჩევნების მიმდინარეობის შესახებ. აღვნიშნავთ, რომ კვლავაც არჩევნები მიმდინარეობს არსებითად მშვიდ გარემოში, მნიშვნელოვანი დარღვევები არ ფიქსირდება საარჩევნო უბნებზე. ვრცელდება ნაც.მოძრაობის წარმომადგენელთა მხრიდან, ჩვენი ინფრომაციით, გარკვეული ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ რამდენიმე ქალაქში, ქუთაისში, გორში და რუსთავში, ამ სამ ქალაქსა და რაიონზეა საუბარი, თითქოს იგეგმება გარკვეული პროვოკაციები და თითქოს ხდება ჩვენი მხრიდან სპორტსმენების მობილიზაცია, რაც არის მტკნარი სიცრუე. ამაზე ჩვენ შეგვიძლია თამამად ვისაუბროთ. ვერცერთი ფაქტი ვერ იქნება წარმოდგენილი იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენის მხრიდან სპორტსმენების რაიმე ფორმით მობილიზაცია ხდება. კიდევ ერთხელ, ეს არის დეზინფორმაცია და ეს ყველაფერი შესაძლოა მიანიშნებდეს იმაზე, რომ თვითონ ნაც.მოძრაობას შესაძლოა ჰქონდეს დაგეგმილი გარკვეული პროვოკაციები. ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ჩვენს მხარდამჭერებს, ჩვენს აქტივისტებს სიმშვიდისკენ და მოვუწოდებთ იმისკენ, რომ არ აჰყვნენ ისინი პროვოკაციებს. „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან, ყოველთვის, როდესაც იქნება გარკვეული ნიშნები პროვოკაციის, მათ უნდა მიმართონ სამართალდამცავ ორგანოებს. ეს არის ჩვენი მოწოდება. კიდე ერთხელ, ამომრჩევლებს მოვუწოდებთ აქტიურობისკენ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თითოეულმა ამომრჩეველმა კიდევ ერთხელ დააფიქსიროს თავისი სამოქალაქო პოზიცია და გაამყაროს ის საარჩევნო შედეგი, რომელიც დაფიქსირდა 8 ოქტომბერს”, - აცხადებს კობახიძე.