სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, იმედი გამოთქვა, რომ ქართველმა ხალხმა აირჩია ის კანდიდატები, რომლებიც საქართველოს და ჩვენს ერს ემსახურებიან.
”მე იმედი მაქვს რომ ყველაფერი კარგად იქნება, ქართველმა ხალხმა აირჩია ის კანდიდატები, რომლებიც ემსახურება საქართველოს, ჩვენ ერს და გილოცავთ ამ არჩევნების კეთილად დამთავრებას”, - განაცხადა უწმინდესმა.
ილია მეორემ კრწანისის #4 საარჩევნო უბანზე საკუთარი არჩევანი უკვე გააკეთა.