აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ დღეს არჩევნების მეორე ტურში არჩევანი ქობულეთის 71-ე ოლქის მე-4 უბანში გააკეთა.
„დღეს არჩევნების მეორე, გადამწყვეტი ტურია. მინდა მოვუწოდო ჩვენს ამომრჩევლებს უფრო მეტი აქტიურობისკენ. თითოეული თქვენგანის ხმა არის გადამწყვეტი და უმნიშვნელოვანესი ჩვენი ქვეყნის განვითარებისა და წინსვლის საქმეში. მე მხარი დავუჭირე თავისუფალ, კეთილდღეობისაკენ მიმავალ ქვეყანას, სწრაფ განვითარებას, ჩვენი შვილების მომავალს. მე დღეს ხმა მივეცი იმ კანდიდატებს, რომლებიც ღირსეულად წარმოადგენენ ჩვენი ქვეყნისა და რეგიონის ინტერესებს საქართველოს პარლამენტსა და აჭარის უმაღლეს საბჭოში და ყველაფერს გააკეთებენ უკეთესი მომავლისათვის“ - ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ არჩევნების მეორე ტურში ხმის მიცემის შემდეგ განაცხადა.