საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური უკვე 3 საათზე მეტია მიმდინარეობს. ამ დროისთვის სამმა არასამთავრობო ორგანიზაციამ, 50 მაჟორიტარულ ოლქში 18 დარღვევა გამოავლინა. ყველაზე მეტი დარღვევა ამ დროისთვის აჭარაში ფიქსირდება, სადაც დამკვირვებლებმა 5 დარღვევა გამოავლინეს. ფოთში 2 დარღვევა მოხდა, ერთი ინციდენტი მოხდა ზუგდიდში, ერთი ლანჩხუთში, კასპში 2, მარნეულშიც 2, ერთი დარღვევა დაფიქსირდა საგარეჯოში და ერთიც გურჯაანში.
არასამთავრობო სექტორის მიერ გამოვლენილი დარღვევები კატეგორიებად ასე ნაწილდება:
დარღვევები უბნის გახსნიდან ხმის მიცემამდე 8, კენჭისყრის დღის ზოგადი დარღვევები 7, დარღვევები ხმის მიცემის დროს 6.
დარღვევების და დარღვევების კატეგორიების რაოდენობა განსხვავდება, რადგან ერთი განცხადება საარჩევნო დარღვევის შესახებ შესაძლებელია მოიცავდეს ორ ან მეტ დარღვევის კატეგორიას.
დარღვევების შესახებ 11:00 საათისთვის არსებული მონაცემები ჟურნალისტებს არასამთავრობო ორგანიზაცია სამართლიანი არჩევნების ხელმძღვანელმა მიხეილ ბენიძემ გააცნო.