არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით, მედია ცენტრში ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ ბრიფინგი გამართა
ანა ნაცვლიშვილის ინფორმაციით, ამ დროისთვის ფიქსირდება ამომრჩევლის უფლებების შეზღუდვის რამდენიმე შემთხვევ . მათ შორის მარნეულის 48-ე უბანზე, სადაც საუბნო კომისიის თავმჯდომარემ წილის ყრის პროცედურები ისე ჩაატარა, რომ ამას არ დაასწრო დამკვირვებელი ორგანიზაციების წარმომადგენლები. ასევე თელვის მე-13 უბანზე აგრესიულად ექცეოდნენ საიას დამკვირვებელს.
ნაცვლიშვილის ინფორმაციით, მას არ მისცეს შესაძლებლობა, გაცნობოდა ჩანაწერთა წიგნში შეტანილ მონაცემებს. როგორც ორგანიზაციის თავმჯდომარე აცხადებს, პრობლემა აღმოიფხვრა მას შემდეგ, რაც მათი თხოვნით პროცესში ჩაერია საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე
მათი ორგანიზაციის დამკვირვებლებისთვის ცნობილი გახდა ასევე ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ თბილისში და საქართველოს რეგიონებში მითითება აქვთ მიცემული საბავშვო ბაღების აღმზრდელებს, სკოლების პედაგოგებს, სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებული ორგანიზაციების თანამშრომლებს და საჯარო მოხელეებს, რომ მათ გააკეთონ არჩევანი განსხვავებული ფორმით, კერძოდ, ოთხკუთხედი ფორმით შემოხაზონ სიებში მათთვის მისაღები პარტია. თუ ასეთ ფაქტს აქვს ადგილი ეს იქნება საქართველოს კანონმდებლობასთან შეუსაბამო დავალება.
მათთვის ასევე არის ცნობილი კიდევ ერთი მითითების შესახებ, რომ ფოტო და ვიდე გადაღება მოეხდინათ მათ მიერ შემოხაზული ბიულეტინების.
ორგანიზაციის თავმჯდომარის თქმით, ქართულმა ოცნებამ განაცხადა, რომ ასეთ მითითებას ადგილი არ ქონია. თუმცა ანა ნაცვლიშვილი ამომრჩეველს მიმართავს, რომ მსგავსი ზეწოლის და მუქარის შემთხვევაში, ორგანიზაცი მზად არის სამართლებრივი დახმარება აღმოუჩინოს მათ.
ორგანიზაცია ასევე მიმართავს პოლიტიკურ სუბიექტებს ნუ გამოიყენებენ ადმინისტრაციულ რესურსს და ნუ განახორციელებენ რაიმე ფორმით ზემოქმედებას ამომრჩევლის ნებაზე.