ოპერას ახალი სამხატვრო ხელმძღვანელი ყავს. კულტურის სამინისტროსთან არსებულმა საბჭომ გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ მიიღო. 7 ხმა შეხვდა მოსკოვის დიდი თეატრის სოლისტს, ტენორს ბადრი მაისურაძეს, 2 ხმა კი კიდევ ერთ კანდიდატს, ბადრი ბაგრატიონ-გრუზინსკის ერგო.
კონკურსში ასევე მონაწილეობდნენ მზია ნიორაძე, ირინა რატიანი, გური ზაქარეიშვილი, ბაადურ სამადაშვილი, მაია კობერიძე, ფრანგი დრამატურგი კრისტოფ გრისტი და ოპერის სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობიდან ცოტა ხნის წინ გათავისუფლებული დავით კინწურაშვილი.