პოპულარული ამერიკელი მსახიობი ჯასტინ ტიმბერლეიკი კანონდარღვევის მიუხედავად არ დაისჯება. „სიენენის“ინფორმაციით, მომღერალი ტენესის შტატში ჩავიდა და საპრეზიდენტო არჩევნების ვადამდელ კენჭისყრაში მონაწილეობის უფლებით ისარგებლა. საარჩევნო უბანზე გადაღებული სელფი ტიმბერლეიკმა „ინსტაგრამზე“ ატვირთა და მიმდევრებს არჩევნებში მონაწილეობისკენ მოუწოდა. ამის გამო მომღერალს 30 დღით თავისუფლების აღკვეთა ან 50 დოლარის ოდენობით ჯარიმა ემუქრებოდა. თუმცა, მოგვიანებით, გაირკვა რომ ტიმბერლეიკის წინააღმდეგ საჩივარი არც საარჩევნო კომისიას, არც დამკვირვებლებს და არც სამართალდამცველებს არ შეუტანიათ. საარჩევნო უბნიდან მობილური ტელეფონით ფოტოს ან ვიდეოს გავრცელება ტენესის შტატში კანონით შარშან აიკრძალა.