იაპონელ კინორეჟისორ ტაკეში კიტანოს საფრანგეთის ხელისუფლებამ ღირსების ლეგიონის ორდენი მიანიჭა. საზეიმო ცერემონია პარიზში გაიმართა. უმაღლესი ჯილდო, რომელიც თანამედროვე ხელოვნებაში შეტანილი წვლილისთვისაც გაიცემა, რეჟისორს საფრანგეთის კულტურის ყოფილმა მინისტრმა ჯეკ ლანგმა გადასცა. იაპონელ კინორეჟისორს მსოფლიო პოპულარობა ფილმებმა „დაუნდობელი პოლიციელი“, „კიკუძირო“ და „განუკითხაობა“ მოუტანა. საფრანგეთის ეროვნული ორდენი ნაპოლეონ ბონაპარტემ 1802 წელს დაარსა.