დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინიციატივით უწყებათაშორისი სამუშაო შეხვედრა გამართება, სადაც აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები ლევილის მამულთან დაკავშირებით მიმდინარე და მისი შემდგომი განვითარების შესახებ იმსჯელებენ.
უწყებათაშორისი სამუშაო შეხვედრას სახელმწიფო მინისტრი დიასპორის საკითხებში, გელა დუმბაძე წარუძღვება. შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, დიმიტრი ქუმსიშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი, მიხეილ ჯანელიძე, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, ალექსანდრე ჯეჯელავა, კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი, მიხეილ გიორგაძე და სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს“ უფროსი, ეკატერინე სისაური.
ლევილის მამული საქართველოს მიმდინარე წლის 23 სექტემბერს გადმოეცა. საბოლოო აქტზე ფრანგული მხარიდან საქართველოს პირველი რესპუბლიკის მთავრობის წევრთა შთამომავლემბა, ხოლო, ქართული მხარიდან დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, გელა დუმბაძემ მოაწერეს ხელი.