საკონსტიტუციო უმრავლესობის მოსაპოვებლად, საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში ,,ქართულმა ოცნებამ“ 50 ოლქიდან, მინიმუმ 46-ში უნდა გაიმარჯვოს.
2016 წლის საპარლამენტო არჩევნების პირველი ტური დასრულებულია. 22 ოქტომბერს ჩატარებული განმეორებითი არჩევნების შემდეგ, დათვლილია ხმების 100%. შედეგად, უკვე გარკვეულია, რომ პარლამენტში 150 მანდატიდან 67 მანდატი ,,ქართულ ოცნებას“ ერგო, 27 - ,,ნაციონალურ მოძრაობას“, 6 მანდატით კი წარმოდგენილი იქნება ,,პატრიოტთა ალიანსი“.
შესაბამისად, მეორე ტურმა, რომელიც 30 ოქტომბერს გაიმართება, 50 მანდატის მფლობელთა ვინაობა უნდა განსაზღვროს. საკონსტიტუციო უმრავლესობის მოსაპოვებლად კი, 113 მანდატია საჭირო.