ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს“ ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მაჟორიტარობის კანდიდატი ნინო წილოსანი სტუდენტებს შეხვდა.
მაჟორიტარობის კანდიდატმა შეხვედრა გურიის რეგიონში მცხოვრებ იმ სტუდენტებთან გამართა, რომლებიც თბილისში მდებარე სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებლებში სწავლობენ.
შეხვედრა საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის, ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზში გაიმართა.
„30 ოქტომბერს გაიმართება არჩევნების მეორე ტური და მთელი საარჩევნო კამპანიის მანძილზე მე ვსაუბრობ ჩვენი ქვეყნის მომავალზე. სწორედ ეს ახალგაზრდები არიან ჩვენი ქვეყნის მომავალი და მე დიდი სურვილი მქონდა შევხვედროდი მათ პირადად, გამეცნო და გავსაუბრებოდი. ძალიან გამიხარდა ამდენმა ახალგაზრდამ რომ მოინდომა უმაღლესი განათლების მიღება. ფაქტიურად, მათ გაბედეს დიდი შრომისა და სწავლის შედეგად შეეეცურათ იმ დიდ ოკეანეში, რომელსაც განათლება და განვითარება ქვია“,-განაცხადა ნინო წილოსანმა.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში ჩატარდა.