თურქეთში მოღვაწე ქართველი მევიოლინე ვერიკო ჭუმბურიძე ვენიავსკის კონკურსის გამარჯვებული გახდა.
ტრადიციული საერთაშორისო კონსურსი პოლონეთში გაიმართა.
20 წლის ქართველ მევიოლინეს პირველი პრემია და სოლიდური ფულადი ჯილდო, 30 ათასი ევრო გადაეცა. მეორე და მესამე ადგილები კი სამხრეთ კორეელმა ბომსორი კიმმა და ისპონელმა სეიძი ოკამოტომ გაინაწილეს.
წლევანდელი კონსკურსის ჟიურიში კშიშრტოფ პენდერეცკი, მაქსიმ ვენგეროვი და სხვა ცნობილი მუსიკოსები იყვნენ.