თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის რექტორი კვლავ რევაზ კიკნაძე იქნება. სასწავლებელში საარჩევნო პროცესი დილიდან მიმდინარეობდა. არჩევნებში მონაწილეობას ორი კანდიდატი იღებდა. მოქმედი რექტორი და ასოცირებული პროფესორი მაია მშვილდაძე.
კანდიდატებმა აკადემიური საბჭოს წინაშე საკუთარი საარჩევნო პროგრამები წარადგინეს, თუმცა ფარული კენჭისყრის წინ, მშვილდაძემ არჩევნებიდან საკუთარი კანდიდატურა მოხსნა.
კონსერვატორიის რექტორის თანამდებობაზე რექტორი ხმათა აბსოლუტური უმრავლესობით დაინიშნა