აჭარის უმაღლეს საბჭოში დავით თარხან-მოურავის ადგილს „ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებელი ზაზა ოქუაშვილი დაიკავებს.
ამის შესახებ პარტია „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთმა ლიდერმა დავით თარხან-მოურავმა ტელეკომპანია „პირველის" ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, აჭარის უმაღლეს საბჭოში შესვლას აზრი 8 კაცით შესვლას ჰქონდა.
„მე არ შევდივარ აჭარის უმაღლეს საბჭოში. საბჭოში შესვლას აზრი ჰქონდა, როგორც მე ვამბობდი, 8 კაცით. ახლა ერთი კაცით რომ შევიდე, მე ვერ ვხედავ ამაში რამე სარგებელს. ზაზა ოქუაშვილი შევა. სწორედ იმიტომაც გააკეთეს ისე, რომ ბოლო-ბოლო ერთი კაცი შესულიყო, რომ მას არაფრის ძალა არ ჰქონოდა იქ“, - განაცხადა დავით თარხან-მოურავმა.