ეპატაჟური ამერიკელი პოპ-ვარსკვლავი ლედი გაგა ირწმუნება, რომ მადონასგან რადიკალურად განსხვავდება. „მე და მადონა განსხვავებული ადამიანები ვართ. არ მინდა მის მიმართ უპატივცემულობა გამოვიჩინო. ის ძალიან საყვარელი ადამიანია. მას აქვს ფანტასტიკური კარიერა და ყველა დროის გამორჩეულ ვარკვლავად არის აღიარებული, მაგრამ ჩემი და მისი შემოქმედება განსხვავებულია. მე ვუკრავ ბევრ ინსტრუმენტზე, ვწერ მუსიკას, ბევრ დროს ვატარებ სტუდიაში და ვპროდიუსერობ,“-აცხადებს პოპ-ვარსკვლავი.