მარნეულის N36-ე და ზუგდიდის N66-ე მაჟორიტარულ ოლქებში, ოთხ საარჩევნო უბანზე, განმეორებითი კენჭისყრა ხვალ გაიმართება. განმეორებითი კენჭისყრის შედეგების მიხედვით, გადაწყდება ჩატარდება თუ არა 30 ოქტომბერს ზუგდიდისა და მარნეულის მაჟორიტარულ ოლქებშიც მეორე ტური, დანარჩენი 48 ოლქის მსგავსად.
კენჭისყრის პროცესს ადგილობრივი ორგანიზაციების, სახალხო დამცველის აპარატის და არჩევნებში მონაწილე სუბიექტების წარმომადგენლები დააკვირდებიან.