ამერიკელი მუსიკოსი ჩაკ ბერი ბოლო 37 წლის განმავლობაში თავის პირველ ალბომს გამოუშვებს. ამის შესახებ მუსიკოსმა თაყვანისმცემლებს 90 წლის იუბილეზე ამცნო. მომღერალმა ალბომი თავის მეუღლეს, ტემეტეს მიუძღნა. ჩაკ ბერი როკენროლის ერთ-ერთ პიონერად მიიჩნევა. ალბომი სახელწოდებით „ჩაკი“ მუსიკოსის მშობლიურ ქალაქ სენტ-ლუისში ჩაიწერა. აუდიტორიისთვის ხელმისაწვდომი ის მომავალი წლიდან გახდება.