უახლოეს ხანში, რუსეთიდან ქართული ფილმების არქივის გადმოტანის პროცესი დაიწყება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა ზურაბ აბაშიძემ „რუსთავი 2“-ს განუცხადა.
„შემიძლია, ერთი თემა დავაანონსო, საკმაოდ სასიამოვნო ინფორმაცია მივაწოდო ჩვენ საზოგადოებას, უახლოესი კვირების მანძილზე იქნება პროცესი, ჩვენი ფილმების არქივის გადმოტანისა რუსეთიდან", - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.
მისივე თქმით, მიმდინარე წლის იანვრიდან საგრძნობლად გამარტივდა სავიზო მოთხოვნები საქართველოს მოქალაქეებისათვის და კიდევ უფრო გამარტივება იგეგმება. "თუ იქნება რამე ინფორმაცია ჩამოვიტანთ“, - განაცხადა აბაშიძემ.
პრაღაში 19 ოქტომბერს რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის, ზურაბ აბაშიძისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, გრიგორი კარასინის მორიგი შეხვედრა გაიმართება.