18-დან 22 ოქტომბრის ჩათვლით საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის მეორე კორპუსში, კინოს მუზეუმში გაიმართება საერთაშორისო კინოფესტივალი „წმინდა ანდრიას ჯვარი“.
ღონისძიება ასოციაცია „მეოხი“-ს ორგანიზებით და ქალაქ თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრისა და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო მხარდაჭერით იმართება.
კინოფესტივალის მიზანია, ზნეობრივი და სულიერი ფასეულობების, იდეალების დამკვიდრება. ფესტივალი საერთაშორისოა და მასში ყოველწლიურად მონაწილეობას იღებს საზღვარგარეთის სახელმწიფო და დამოუკიდებელი კინო-ტელე კომპანიები, სტუდიები, კერძო პირები (საშუალოდ 20-ზე მეტი ქვეყანა).
კინოფესტივალის გახსნა გაიმართება 18 ოქტომბერს 17:00 საათზე.
22 ოქტომბერს, კინოფესტივალის ბოლო დღეს, გამოვლინდებიან გამარჯვებული ფილმების ავტორები და გაიმართება დაჯილდოების ცერემონიალი.
პარტნიორები: ტელეკომპანია „ერთსულოვნება“, საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტი.