ბრიტანელი როკ-მუსიკოსი როდ სტიუარტი რაინდად აკურთხეს. საზეიმო ცერემონია ბუკინგემის სასახლეში გაიმართა. ტიტული მომღერალს დედოფალმა ელიზაბერტმა მიანიჭა, ცერემონია კი კემბრიჯის ჰერცოგმა უილიამმა ჩაატარა. 71 წლის სტიუარტს ხანგრძლივი კარიერის მანძილზე 100-მდე დისკი აქვს ჩაწერილი. ჟურნალ როლინგ სთოუნსის რეიტინგში ის 100 უდიდეს მუსიკოს შორის 59-ე ადგილს იკავებს.