თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის მხარდაჭერით თბილისში პრინტ-ფესტივალი გაიმართება. 13 ოქტომბერს 19:00, საათზე, თიბისი გალერეაში გაიხსნება, 14 ოქტომბერს სასტუმრო Rooms Tbilisi უმასპინძლებს, ხოლო 15 ოქტომბერს 19:00 საათზე FABRIKA ნინოშვილზე.
პროექტი ითვალისწინებს თანამედროვე ვიზუალური ხელოვნების ერთერთი მნიშვნელოვანი დარგის - ბეჭდვითი მედიის /ხელით ბეჭდვის/ - პრინტის საერთაშორისო ფესტივალის გამართვას /სერი გრაფია, ოფორტი, შოლკოგრაფია, ლითოგრაფია, გრავიურა/ საქართველოს სხვადასხვა რეგიონში და დედაქალაქში.
‘LIFE- N- STYLE ’ - ცხოვრების სტილი წლევანდელი ფესტივალის კონცეფციაა, რაც ფესტივალის ორგანიზატორების გადაწყვეტილებით ხელს შეუწყობს ამ დარგის სტიმულირებას და პოპულარიზაციას. მთელს მსოფლიოში ხელოვნების ნიმუშის მყიდველი იძენს გარკვეულ სტატუსს, ანუ იდენტიფიკაციას აკეთებს საზოგადოების მაღალ, ინტელექტუალურ ფენასთან. ასევე პრინტი და მოდა - ეს თემა უკვე რამდენიმე წელია აქტიურადაა გამოყენებული თანამედროვე ტანსაცმლის დიზაინერთა კოლექციებში. რუბრიკა - მიგვანიშნებს ახალი ცხოვრების სტილზე. რაც ასევე გულისხმობს ახალ კოლექციას ახალ სივრცეში.
პრინტი იძლევა შესაძლებლობას მოხდეს ნამუშევრის რამდენიმე (10-15) ეგზემპლიარად ტირაჟირება, რაც მისი მასიური გავრცელების საშუალებას იძლევა და შედარებით ხელმისაწვდომს ხდის. ფესტივალი ხელს უწყობს კრეატიული ინდუსტრიისა და არტ ბიზნესის განვითარებას. განვითარებულ ქვეყნებში ეს დარგი მაღალ დონეზეა ასული, შექმნილია სპეციალიზებული სახელოსნო-გალერეები, ეწყობა საერთაშორისო ფესტივალები, ბიენალეები, მიმდინარეობს ბეჭდვითი მედიის მუდმივი პოპულარიზაცია, ახალგაზრდა მხატვრების წამახალისებელი აქციები, მათი მოზიდვა და ჩართვა.
ფესტივალი წარმატებით ჩატარდა ქ. ბათუმში, რასაც დიდი ინტერესი მოყვა მონაწილე მხატვრების და საზოგადოების მხრიდან. ჯერ კიდევ არ დასრულებულმა ფესტივალმა მიიღო რამდენიმე შემოთავაზება. მომავალ წელს კიდევ უფრო მეტ ადგილობრივ და უცხოელ მხატვარს, კურატორსა და პრინტმეიკერს გაუჩნდა ფესტივალში მონაწილეობის სურვილი. ფესტივალი თავისი უჩვეულო საგამოფენო და ქუჩის გალერეის ფორმატით საქართველოს სხვადასხვა რეგიონში წარდგა და კვლავაც გააგრძელებს მოგზაურობას საქართველოს სხვადასხვა რეგიონში. მისი ერთ ერთი მნიშვნელოვანი გაჩერება ამჯერად თბილისშია.
მონაწილე მხატვრები და კურატორები:
ქართველი მხატვრები: ტატო ახალკაციშვილი, მარი ათანელი, უტა ბექაია, ალექს ბერდიშევი, ნინო ჭილაშვილი, ანდრია დოლიძე, დავით ევგენიძე,ზურა გიკაშვილი, მიშა გოგრიჭიანი, რიტა ხაჩატურიანი, თამარ ხმიადაშვილი, თემო ჯავახიშვილი, კოტე ჯინჭარაძე, დავით კუხალაშვილი, ამირან კუპრავა, ქეთი ლობჟანიძე, მურთაზ მახათაძე, ლევან მინდიაშვილი, კოტე სულაბერიძე, მაია სუმბაძე, მურთაზ შველიძე, ლუკა ცეცხლაძე, მამუკა ცეცხლაძე, ნიკო ცეცხლაძე, კოკა ცხვედიანი, გურამ წიბახაშვილი, ოლეგ ტიმჩენკო, გეგა პაქსაშვილი, გელა წულაძე, ილიკო ზაუტაშვილი.
თბილისის სამხატვრო აკადემია. კურატორი: ვახტანგ მეგრელიშვილი. მხატვრები: მარიამ ჭელიძე; მაია ჩიჩუა; ნინო ესეიაშვილი; ნინო ხვინგია; გიორგი ყაველაშვილი; მანანიკო კობახიძე; ვახტანგ მეგრელიშვილი; დავით სილაგაძე; ლელა ზარქუა; სალომე ვაჩეიშვილი; თამაზ ვარვარიძე
თურქეთი. კურატორი: დენიზჰან ოზერი. მხატვრები: ალიჰან კაპლან ბეირაკ; ბეიზა ბოინუდელიკ; ობენ ილმაზ; დესენ ჰილიჩინარლი; გულისტან კარაგუზელ; ნესლი ტურკ; მედიჰა სევინჩ; სიბელ კირიკ; ზეინეპ ბინგოლ სიფტჩი
გერმანია. მხატვრები: კრისტიან გფელერ; ანა ჰელსგარდ
გაერთიანებული სამეფო. კურატორი: იუ ჩენ ვანგი. მხატვრები: კრის ჰოვტინ; ლაიან ლანგ; მორის კარლინ; ანდრო სემეიკო
აშშ - სომხეთი. კურატორი: მაშა იერემიან’ მხატვaრი: სემ ზუმიან
ფესტივალის მხარდამჭერები: ქ.თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრი; თი ბი სი ბანკი; სასტუმრო ‘რუმსი’; ‘ფაბრიკა’; ნაგომარის ჩაის სახლი, ასკანელი ძმები; აჭარის განათლების, კულტურის და სპორტის სამინისტრო; ბათუმის მერია, თანამედროვე ხელოვნების ცენტრი ბათუმი; საზოგადოებრივი ტელევიზია; არტარეა; გენერალური მედია პარტნიორი FINANCIAL.