პოლონური კინემატოგრაფის კლასიკოსი ანჯეი ვაიდა 90 წლის ასაკში გარდაიცვალა. რეჟისორის გარდაცვალების მიზეზი მძიმე ავადმყოფობა გახდა, რის გამოც ის გასულ კვირას კლინიკაში გადაიყვანეს. ექიმებმა მისი გადარჩენა ვეღარ შეძლეს. ვაიდა ისეთი ცნობილი ფილმების ავტორია, როგორიცაა „თაობა,“ „რკინის კაცი“ და „დანტონი.“ ხანგრძლივი კარიერის განმავლობაში მას ოქროს პალმის რტოს, ბაფტასა და ოსკარის პრესტიჟული ჯილდოები რამდენჯერმე აქვს მიღებული.