ლაგოდეხის საარჩევნო ოლქში, სოფელ კაბალში, საჯარო მოსამსახურეებს და მათი ოჯახის წევრებს, ერთი და იგივე ამომრჩევლები ხმის მისაცემად მიკროავტობუსით სხვადასხვა საარჩევნო უბანზე მიჰყავთ. კახეთის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, ამის შესახებ ლაგოდეხში „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარობის კანდიდატმა გურამ კაკალაშვილმა განაცხადა.
ამ ინფორმაციას ლაგოდეხში „ირაკლი ალასანია – თავისუფალი დემოკრატების“ მაჟორიტარობის კანდიდატი ვახტანგ მჭედლიძეც ადასტურებს.
სოფელ კაბალში, ყველა საარჩევნო უბანთან მობილიზებულები არიან ძირითადად „ქართული ოცნების“ კოორდინატორები, სპეციალური სიებით, სადაც აღრიცხავენ საარჩევნო უბანში რომელმა აგიტატორმა რამდენი ადამიანი მიიყვანა. თავის მხრივ აგიტატორებს აქვთ სიები, სადაც აღრიცხავენ, ვინ მიიღო არჩევნებში მონაწილეობა და ვინ არა.