"ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს" მაჟორიტარობის კანდიდატი ფოთის 70-ე ოლქში, ირაკლი ხახუბია საკუთარი არჩევანის დასაფიქსირებლად, მე-9 საარჩევნო უბანზე 11 საათზე ოჯახთან ერთად მივიდა. მისი თქმით, „უმნიშვნელოვანესია რომ საარჩევნო პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. ყველას აქვს საკუთარი არჩევანის თავისუფლად დაფიქსირების საშუალება“. თავად კანდიდატმა ხმა მომავალ კეთილდღეობას მისცა.