„მხარი დავუჭირე ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების თავისუფლებას, ჩვენი რეგიონის ეკონომიკურ განვითარებას, ჩვენი ხალხის კეთილდღეობას. საარჩევნო გარემო მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს, მე ბედნიერი ვარ რომ დღეს არჩევანს ჩემს მშობლიურ ქობულეთში ვაკეთებ" - ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ არჩევნებში ხმის მიცემის შემდეგ განაცხადა.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ დღეს არჩევანი ქობულეთის 71-ე ოლქის მე-4 უბანში გააკეთა. ზურაბ პატარაძე საარჩევნო უბანზე მეუღლესთან და შვილებთან ერთად მივიდა.