ცესკო-ს პრესსმდივანი ანა მიქელაძე ოდესის გუბერნატორის საქართველოში წინასაარჩევნო პროცესებში მონაწილეობაზე რეაგირებაზე განმარტებას აკეთებს. მისი თქმით, თუკი პირი არ იმყოფება საქართველოს ტერიტორიაზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შედგენას აზრი არ აქვს.
„თუ პირი არ იმყოფება საქართველოს ტერიტორიაზე, ამ შემთხვევაში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შედგენას არანაირი აზრი არ აქვს, იქიდან გამომდინარე, რომ ვერანაირი კანონმდებლობა ვერ დაავალდებულებს მას ამ სახდელის გადახდას, ან სანქციის შესრულებას:,- აღნიშნა მიქელაძემ.
მისივე თქმით, საარჩევნო კანონმდებლობაში სწორედ ეს მუხლის გახდა იმის საფუძველი , რომ საარჩევნო ადმინისტრაციამ არ მოახდინა იმ ტიპის რეაგირება რა ტიპის რეაგირებაზეც აქვთ საუბარი ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციებს. თუმცა ამ საკითხზე დამატებით იმსჯელებს კიდევ საარჩევნო ადმინისტრაცია.