სამწუხაროდ ცესკო არის პოლიტიზებული, მაგრამ ესეც ვერ უშველის ივანიშვილს, –განაცხადა ,,ნაციონალური მოძრაობის” წევრმა გიორგი კანდელაკმა “დღის ამბებში”. მისივე თქმით, არჩევნების მოგების შემდეგ, “ნაციონალური მოძრაობა” შურს არავისზე იძიებს.
“სამწუხაროდ, ცესკო არის პოლიტიზებული, მაგრამ ესეც ვერ უშველის ივანიშვილს. რაც არ უნდა ქნან, როგორი პოლიტიზებაც არ უნდა მოახდინონ, ვერაფერი ბიძინა ივანიშვილს ვერ იხსნის. რაც უფრო მეტ კანონდარღვევას ჩაიდენს, რაც უფრო მეტს იფხაკურებს, მით უფრო დაზიანდება ეს ხელისუფლება თვითონ და მით უფრო დიდი სხვაობით დამარცხდება.კიდევ ერთხელ მინდა დავამშვიდო ყველა, რომ ხელისუფლების ცვლილების შემდეგ არ იქნება შურისძიება და ერთ-ერთ პირველ აქტს რომელსაც ჩვენ გამოვცემთ, იქნება აქტი ამნისტიის შესახებ”, – განაცხადა გიორგი კანდელაკმა.