ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიხაშკარში დღეს ადგილობრივებმა ყოფილ პირველ ლედის, სანდრა რულოვსს წინასაარჩევნო შეხვედრის საშუალება არ მისცეს. Smo news – ის ინფორმაციით, ადგილობრივებმა რულოვსს “ჰოლანდიიდან ჩამოთრეული” უწოდეს და მის მანქანებს გაჩერება აუკრძალეს.
“ჩვენ არ გვინდა უცხო ქვეყნის მოქალაქე ზუგდიდში. ცოლ-ქმარს არ ჯერა ერთმანეთის და ჩვენ რატომ უნდა დავიჯეროთ? დამთავრდა ამათი დრო”- აცხადებენ ადგილობრივები.
“ნაციონალური მოძრაობის” ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატი დღეს კარდაკარ შეხვედრებს მართავდა სოფელ ჯიხაშკარში. მან ადგილობრივ მოსახლეობას წინასაარჩენო ფლაერები დაურიგა.