დღეს, მცხეთის საარჩევნო შტაბში „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ მცხეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა დიმიტრი ხუნდაძემ ბრიფინგი გამართა და თავის მამორჩეველს წინასაარჩევნოდ მიმართა:
-„არჩევნებამდე დარჩა ერთი დღე და მსურს სწორედ საარჩევნო კამპანიის მიწურულს მივმართო ჩემს ამომრჩეველს, ქალაქ მცხეთისა და მცხეთის რაიონის მოსახლეობას:
მცხეთაში საარჩევნო კამპანია მთელი ამ ხნის მანძილზე დაძაბულ ვითარებაში მიმდინარეობდა. ხელისუფლების სურვილია, რომ ხვალ არჩევნებმა მშვიდ გარემოში ჩაიაროს. ამისათვის სრულ მზადყოფნაშია მცხეთის საარჩევნო შტაბიც. ჩვენი მხრიდან წესრიგი და კანონმორჩილება როგორც ყოველთვის, გარდაუვალია.
დღეს, ისევე როგორც 2012 წელს, კვლავ ისტორიული არჩევანის წინაშე ვდგავართ. ან ვაგრძელებთ წინსვლას კეთილდღეობისთვის, ან არადა ვბრუნდებით წარსულში. იმ წარსულში, რომლის გახსენებაც თითოეული ჩვენგანისთვის მხოლოდ ტკივილის მომგვრელია. საქართველო და მათ შორის მცხეთაც, ჩვენ ვიხსენით ძალადობისგან, კორუფციისგან, ადამიანების ჩაგვრისგან. მე მჯერა, რომ თითოეული მცხეთელი ხვალ, საარჩევნო ყუთებთან კარგად გაიაზრებს ამას და მიიღებს სწორ გადაწყვეტილებას.
მსურს მადლობა გადავუხადო ათასობით ადამიანს, ვინც წინასაარჩევნო პერიოდში ჩემთან შესახვედრად გამოვიდა. იმათაც, ვინც ვერ შეძლო მოსვლა, მაგრამ მათი პოზიცია ჩემთვის ცნობილია. შევეცადე, თითოეული მათგანისთვის ჩემი ხმა მიმეწვდინა. გპიდებით, რომ მომავალ 4 წელიწადში ისევე შევასრულებ ჩემს სიტყვას, როგორც გასულ პრიოდში.
რაც შეეხება წისასაარჩევნო დღეს მცხეთაში, დილიდან ვრცელდება ინფორმაცია, რომ ცეზარ ჩოჩელის მხარდამჭერები ცდილობენ ხალხის მოსყიდვას ფულით. შესაბამისი ორგანოები როგორც ყოველთვის, თავის სიმაღლეზე დგანან და მჯერა, რომ ოპონენტების მცდელობა, ფულით იყიდონ ხალხის ხმები, ფუჭად ჩაივლის.
ბოლოს, მივმართავ როგორც ჩემს ამომრჩეველს, ასევე ოპონენტებს. ხვალ თითოეული ჩვენგანი ვაბარებთ ტესტს მოქალაქობრივი აზროვნების. ჩვენი ცხოვრება ხვალინდელი დღით არ სრულდება, ჩვენი ცხოვრება ხვალინდელი დღით იცვლება. გპირდებით, რომ ეს იქნება მხოლოდ სასიკეთო ცვლილებები ჩვენი ქვეყნისთვის“,- განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.