,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ტყიბუილისა და თერჯოლის გაერთიანებული ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ელგუჯა გოცირიძემ, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში მოსახლეობასთან დასკვნითი შეხვედრები გამართა.
სამთავრობო კანდიდატმა შემაჯამებელ შეხვედრებზე ორივე რაიონის მოსახლეობას ,,ქართული ოცნების" საარჩევნო პროგრამის ძირითადი მიმართულებები კიდევ ერთხელ გააცნო და ელექტორატს 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში აქტიური მონაწილეობისკენ მოუწოდა.
ამ შეხვედრებით ტყიბულსა და თერჯოლაში აქტიური წინასაარჩევნო კამპანია დასრულდა.