"ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" ბორჯომი-ასპინძის საარჩევნო ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გედევან ფოფხაძე წინასაარჩევნო შეხვედრებს განაგრძობს. ამჯერად, დეპუტატობის კანდიდატი, ბორჯომის მუნიციპალიტეტის მაღალმთიანი სოფლების-სადგერის, ტბის და ცემის მოსახლეობას შეხვდა. დეპუტატობის კანდიდატმა ამომრჩევლებს წინასაარჩევნო პროგრამა გააცნო. გედევან ფოფხაძემ პარტია ,,ქართული-ოცნების“ 4 წლიან მიღწევებზე ისაუბრა და ხაზი გაუსვა მშვიდ საარჩევნო გარემოს. ,,ჩვენ კარგად გვახსოვს, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები, თუ რა რთულ პირობებში გვიხდებოდა ბრძოლა, გვახსოვს სპეცდანიშნულების რაზმის შემოსვლა ბორჯომში, ისინი ემზადებოდნენ საარჩევნო უბნების დასარბევად, თუმცა მათ, ეს არ გამოუვიდათ“,-აღნიშნა გედევან ფოფხაძემ. შეხვედრაზე, რომელიც კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, საუბარი სოციალურ პრობლემებსა და მათი გამოსწორების გზებს შეეხო. ,,ქართული ოცნება“ იბრძოდა და ყოველთვის იბრძოლებს მოსახლეობის კეთილდღეობისათვის. ჩვენ ყველა ერთად შევძლებთ უფრო მეტი ადამიანის დასაქმებას, რათა ჩვენმა თანამოქალაქეებმა უკეთეს პირობებში იცხოვრონ,“-განაცხადა გედევან ფოფხაძემ.