6 ოქტომბერს 16:00-დან 18:00 საათამდე საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის მესამე კორპუსში მდებარე მარო მაყაშვილის ბაღში ხალგაზრდული ასოციაცია ”დრონისა” და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ინიციატივით გაიმართება ღონისძიება ”ცოცხალი ბიბლიოთეკა.”
ღონისძიებაზე შეხვდებით ცნობილ თუ უცნობ, უცნაურსა და საინტერესო ადამიანებს, რომლებიც ცოცხალი წიგნების სახით იქნებიან წარმოდგენილი. მათ შორის იქნებიან: მსახიობი, ჟურნალისტი, თეატრმცოდნე ნიკოლოზ წულუკიძე, მწერალი გიორგი კეკელიძე, ეროვნული მუზეუმის დირექტორი დავით ლორთქიფანიძე, წიგნ-მოაზროვნე გიორგი ბაქრაძე, ტელეწამყვანი ილო ბეროშვილი, 80 წლის ლექ სარქისოვი - უხუცესი მთასვლელი, შშმ პირთა უფლებების დამცველი მარიამ კობახიძე და სხვები.
ღონისძიებაზე დასასწრებად საჭიროა წინასწარ გააკეთოთ ეროვნული ბიბლიოთეკის მკითხველის ბარათი, რომელსაც 15 წუთში უსასყიდლოდ დაგიმზადებენ.
ღონისძიებაზე გელოდებათ მხიარული ატმოსფერო, მუსიკა და პოზიტიური განწყობა.